დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ოფის მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@otium.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 1-დან 2 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული
უძრავი ქონების სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია „ოტიუმი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ოტიუმ დეველოპმენტი 2023 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო-თბილისში, ბათუმსა და ფოთში.
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
- საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის დაჯავშნა/შეძენა;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპოებისა და ღონისძიებების მოძიება, შეფასება და მონიტორინგი, მათზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
- ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
- ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება;
- ელ. ფოსტის მონიტორინგი;
- კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
- ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა;
- შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- კომუნიკაბელური;
- პასუხისმგებლიანი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
სამუშაო ადგილი:
- თბილისი, თ. იოსებიძის #73
- ფიქსირებული ანაზღაურება:
- 1500 ლარი
- სამუშაო საათები:
- სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ოფისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
