შემდეგი
დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
საქმისწარმოების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@tis.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
საშუალო განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
თბილისის საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას: საქმისწარმოების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი,დიდი დიღომი,ზურგოვანის დასახლება,თავისუფლების ქუჩა 10
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 სთ
დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და სხვა ოფიციალური უქმე დღეები
ჩვენს შესახებ:
- შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა არის წამყვანი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლებასა და მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რეპუტაციით, პროფესიონალური გუნდითა და აკადემიური მიღწევებით.
- ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ საქმისწარმოების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაციული და დოკუმენტური პროცესების გამართულ, სტანდარტების შესაბამის ფუნქციონირებას.
- ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საქმისწარმოების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად კოორდინაცია დაწესებულების საქმისწარმოების ორგანიზების, შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვაზე;
- კოორდინაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოებაზე დადგენილი წესის შესაბამისად;
- დაწესებულების მოსწავლეებისა და პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;
- სკოლაში შემოსული, გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად;
- დოკუმენტების და ბლანკების ფორმის შემუშავება;
- დოკუმენტების გადაცემა სკოლის დირექციისათვის და შემსრულებლებისათვის, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება სკოლის დირექციისათვის;
- დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭვდა, ასლის გადაღება; გასული დოკუმენტების დაგზავნა;
- ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მისი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;
- დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;
- სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;
- შესრულებული დოკუმენტის ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;
- საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;
- საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;
- საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;
- არქივიდან ცნობების, ბრძანების ამონაწერების და სხვა დოკუმენტების გაცემა;
- დაინტერესებულ პირთა მომსახურება, მათთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- განათლების მართვის ინფორმაციის სისტემაში სათანადო ინფორმაციის ასახვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარული, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით).
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საქმისწარმოების, ასისტენტის, ადმინისტრირების ან HR მიმართულებით (საგანმანათლებლო სფეროში/სკოლაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- პროგრამული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სრულყოფილი ფლობა; სასურველია EMIS-ის ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
- ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილი (მართლწერის წესების უზადო) ცოდნა ( ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ უკიდურესი ყურადღება (მატერიალურ და ციფრულ დოკუმენტებთან მუშაობისას).
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი .
- კონფიდენციალურობის სტანდარტების მკაცრი დაცვა.
- გამართული, კორექტული და ეფექტური ვერბალური თუ წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
- მეგობრულ, მაღალპროფესიულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათით) ელ-ფოსტაზე: info@tis.edu.ge. 31.07.2026-მდე. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: „საქმისწარმოების მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.
მეცნიერება / განათლება
საშუალო განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები