ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
B2B /კორპორატიული გაყიდვები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
TSUR GROUP ინოვაციებზე ორიენტირებული ქართულ-ებრაული ჰოლდინგია, რომელიც 2019 წ. დაარსდა და აერთიანებს უკვე წარმატებულ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა NAMI 8, Aromaco, Zion.
ჰოლდინგის მრავალპროფილური პორტფელიო საინვესტიციო, საცალო ვაჭრობის, სტუმარმასპინძლობისა და დეველოპმენტის ერთიან ეკოსისტემას მოიცავს.
ჩვენი მთავარი ღირებულებაა, რომ TSUR GROUP-ში შემავალი ყველა ბრენდი იყოს კეთილი, ეს ნიშნავს ზრუნვას ადამიანებზე, გარემოსა და იმ პოზიტიურ კვალზე, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვტოვებთ.
ჩვენი პროდუქტები თუ სერვისები პირდაპირ პასუხობს ისეთ თანამედროვე გამოწვევებს, როგორიცაა ტექნოლოგიური განვითარება, ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მომავალზე ზრუნვა.
TSUR GROUP-ში Aromaco-სთვის ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დაიკავებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციას ბათუმში.
ვის ვეძებთ? ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ფლობს ეფექტური მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარს, ორიენტირებულია შედეგებზე და მზად არის ახალი, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად.
რა იქნება შენი მთავარი მისია?
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების და საჭიროებების დადგენა;
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი შეხვედრების ორგანიზება და მათთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
- არომაკოს პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, კლიენტებთან კომპანიის სერვისის წარდგენა და პრეზენტაცია;
- არომაკოს B2B-გაყიდვების გაძლიერება და გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულება;
- მომხმარებლებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
- მომხმარებელთა ბაზების მუდმივი გაფართოება/განახლება და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება;
- არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- პორთფელის მოვლა-პატრონობა და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
რას ველოდებით თქვენგან?
- კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად);
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას;
- სპეციალურ ფასდაკლებას Tsur Group-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/APIKuc0b
ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს, ვისთვისაც პროფესიული ზრდა და კეთილი საქმეების კეთება ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის TSUR GROUP-თან ერთად, არ დააყოვნო და გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.
