დღეს - 29 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შინაური ცხოველები
ვეტერინარია - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ქართული
შპს „კუმისიXXI“ აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯანმრთელობის მონიტორინგი: ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მეთვალყურეობა.
- ბიოუსაფრთხოება: საფრინველესა და ფერმის მთელ ტერიტორიაზე ბიოუსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა.
- ვაქცინაცია და პრევენცია: ვაქცინაციის კალენდრის დაგეგმვა, მართვა და დაავადებების პრევენციული ღონისძიებების გატარება.
- დიაგნოსტიკა და მკურნალობა: დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, საჭიროებისას ფრინველის გაკვეთა და დიაგნოსტიკური დოკუმენტაციის მომზადება ხელმძღვანელისთვის.
- სანიტარული სამუშაოები: დეზინფექცია,დერატიზაცია,დეზინსექციის ჩატარება ფერმის ტერიტორიაზე და უშუალოდ საფრინველეში.
- მიკროკლიმატის კონტროლი: ზოოჰიგიენური ნორმების (ჰაერი, ტემპერატურა, წყლის ხარისხი და ზოგადი ჰიგიენა) მუდმივი კონტროლი.
- კვების კონტროლი: ფრინველის კვების რაციონისა და ვიტამინების მიწოდების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ვეტერინარული განათლება.
- მეფრინველეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- რომელიმე უცხო ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად).
- სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@kumisi.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ვეტერინარი.
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
შინაური ცხოველები
ვეტერინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
