დღეს - 31 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, ისანი, ბოჭორმის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ქოლ-ცენტრი, ქოლ-ცენტრის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: რუსული,ინგლისური
ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელის წევრი, რომელიც ს.მ. ბუბნოვსკის მეთოდით წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: ფინეთში, მონტენეგროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ირლანდიაში, კვიპროსზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.

ცენტრი სპეციალიზდება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და ოპერაციისა და მედიკამენტების გარეშე მკურნალობაში. პაციენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურად შედგენილ სარეაბილიტაციო პროგრამებს ოსტეოქონდროზის, მალთაშუა დისკის თიაქრის, სქოლიოზის, ართრიტის, ართროზის, კოქსართროზისა და სხვა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების დროს. ასევე ვახორციელებთ ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას.

ჩვენი მიზანია თანამედროვე, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდებით დავეხმაროთ პაციენტებს ტკივილის შემცირებაში, მოძრაობის თავისუფლების აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი, რომელიც ორიენტირებულია პაციენტზე, განვითარებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, შემოგვიერთდით!

ვეძებთ ჩვენს პროფესიონალთა გუნდში ახალ წევრს ქოლ-ცენრის ოპერატორის პოზიციაზე!

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
  • ზარების პროგრამული აღრიცხვა;
  • სოც-მედიაში მუშაობა
  • ხელმძღვანელი პირისთვის ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

გამოაგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrbygiuli@gmail.com simmetria.hr.ge@gmail.com
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!

გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ქოლ-ცენტრი,
ქოლ-ცენტრის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები