დღეს - 30 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM) - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM) - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას: მომხმარებელთან ურთიერთობის ექსპერტი - ლოიალობის გუნდი
მოქმედების ვადა: 10/07/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,
ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს
მოქმედების ვადა: 10/07/2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,
ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს
სამუშაოს აღწერა
თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგაში, ლოიალობის გუნდში ვეძებთ -მომხმარებელთან ურთიერთობის ექსპერტს!
თიბისის ლოიალობის პროგრამა ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებლის გამოცდილების ნაწილია. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო ღირებული გავხადოთ ძლიერი პარტნიორობებისა და საინტერესო შეთავაზებების შექმნით.
ამ როლში იმუშავებ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სწრაფად განვითარებად პროდუქტზე, სადაც შენი იდეები, პარტნიორობები და ინიციატივები პირდაპირ აისახება მილიონობით მომხმარებლის გამოცდილებაზე. აქ გექნება შესაძლებლობა, შექმნა პარტნიორობები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ ღირებულებად აღიქვამენ.
თუ გიყვარს მომხმარებლის საჭიროებების გააზრება, მონაცემების ანალიზი, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და იდეების რეალურ შედეგებად ქცევა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
რას გააკეთებ:
- გააანალიზებ მომხმარებელთა ქცევასა და მონაცემებს ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად;
- დაამყარებ და განავითარებ ურთიერთობას როგორც ახალ , ასევე არსებულ პარტნიორ კომპანიებთან, აწარმოებ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის პირობებზე.
- განავითარებ პარტნიორობის შესაძლებლობებს, რომლებიც მომხმარებლისთვის რეალურ ღირებულებას შექმნის.
- უზრუნველყოფ პარტნიორული შეთავაზებების ეფექტიან დაგეგმვასა და მომხმარებლამდე კომუნიკაციას.
- შეაფასებ განხორციელებული აქტივობების შედეგებს და მიღებულ ანალიზზე დაყრდნობით დაგეგმავ გაუმჯობესებებს ინიციატივებს.
კვალიფიკაცია
- გაყიდვების, მოლაპარაკებების ან პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება
- საბანკო პროეუქტების ცოდნა (მიენიჭება იპირატესობა)
- ბაზებთან მუშაობის და ფინანსური ანალიზის გამოცდილება (basic)
- ინიციატივის აღების, შესაძლებლობების აღმოჩენისა და იდეების ბოლომდე მიყვანის უნარი
- კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის ძლიერი უნარი
- ინგლისური ენების კარგ ცოდნა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zBQ3r
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი (CRM)
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
