დღეს - 03 აგვ
სტანდარტი
თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი - RB ბანკირი
მარტვილის მუნიციპალიტეტი, მარტვილი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება, საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება, საკრედიტო ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი (RB ბანკირი) - მარტვილის ს/ც #1
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მოქმედების ვადა: 14/07/2026
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
სამუშაოს აღწერა
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები, ფინანსური ანალიზი და გსურს კარიერული განვითარება ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გარემოში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
რას გააკეთებ?
როგორც RB ბანკირი, შენ:
- აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს
- შეისწავლი მათ საჭიროებებს და შესთავაზებ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებებს
- შეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობასა და საკრედიტო რისკებს
- დაამუშავებ საკრედიტო განაცხადებს და მოამზადებ შესაბამის დოკუმენტაციას
- იზრუნებ შენს საკრედიტო პორტფელზე და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე
- გამოიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ საქმიანობაში კვალიფიკაცია
კვალიფიკაცია
ვის ვეძებთ?
მოხარული ვიქნებით, თუ:
- გაქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- ფლობ ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს
- ხარ შედეგზე ორიენტირებული, ინიციატივიანი და პასუხისმგებლიანი
- შეგიძლია ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება
- გაქვს გუნდურად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
- გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი.
უპირატესობად ჩაითვლება:
საბანკო სექტორში, მინი/მიკრო სესხების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებ
რას გთავაზობთ?
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და მრავალფეროვან კორპორაციულ ბენეფიტებს
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს
- ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებზე შეუზღუდავ წვდომას
- თანამედროვე, ინოვაციურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
- განსაკუთრებული დიზაინისა და განახლებული კონცეფციის ფილიალებში მუშაობის შესაძლებლობა
შემოგვიერთდი, შექმენი წარმატების საკუთარი ისტორია და განავითარე კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გუნდში!
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:https://smrtr.io/zF8_7
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
უნივერსალური საბანკო მომსახურება,
საკრედიტო ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
