დღეს - 04 აგვ
სტანდარტი
მოლარე - მერჩენდაიზერი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: fixprice.office.hr@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .
დღეისათვის კომპანია ფლობს 10 ფილიალს ქ.თბილისში, ქ.რუსთავსა და ქ. ბათუმში. ქსელი განაგრძობს გაფართოვებას, ასევე სხვადასხვა ქალაქებში ფილიალების გახსნას და მათ შორის ქ. ქუთაისში.
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“ ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას მოლარე-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი.
ფუნქცია მოვალეობები:
- მომხმარებელისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
- ვადების კონტროლი სალაროსთან არსებულ პროდუქციაზე;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- კომპანიაში არსებული შიდა წესების დაცვა;
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების კონტროლი;
- ტერმინალების ტრანზაქციების სწორი წარმოება;
- მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
- პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნთ სხვადასხვა აქტოვობებში მონაწიოლეობის მიღება;
- კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გატანა-განლაგება.
- სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქციის ვადის კონტროლი
- მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
- პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
- კომუნიკაბელური და მოტივირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დისციპლინარული;
- პუნქტუალური.
- თავაზიანი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი: 2+2 (ორი დღე სამუშაო, ორი დღე დასვენება);
სამუშაო საათები: 10:00-21:00სთ; 10+1 (ათი საათი სამუშაო-1 საათი შესვენება)
ანაზღაურების ტიპი: საათობრივი;
ანაზღაურების ოდენობა: 1100ლ+.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com
ან დაგვიკავშირდით:
ტელ; +995 568 78 15 18 მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
