შემდეგი
დღეს - 04 აგვ
სტანდარტი
კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@neu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი, ბაკალავრი
- ენები: ქართული
NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
პროფესორი - 3 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი -8 საშტატო ერთეული
ასისტენტ - პროფესორი -5 საშტატო ერთეული
ასისტენტი - 4 საშტატო ერთეული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;(უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- ასისტენტ -პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოქტორანტი. (უცხოენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა)
- აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეული იქნას პირი პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კლინიკური დისციპლინების სწავლებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალს მოეთხოვება საექთნო ან/და მედიცინის სფეროში შემდეგი:
- შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი (მედიცინის სფეროსთვის)
პედაგოგიური და კლინიკური გამოცდილება:
- პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 6 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 9 წელი;
- ასოცირებული პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 3 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 5 წელი;
- ასისტენტ-პროფესორს კლინკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 3 წელი;
- ასისტენტს- დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში მიმდინარე კლინიკური პრაქტიკით მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- CV (რეზიუმე), ქართულ და ინგლისურ ენეზე
- აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები
- ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი წლების მითითებით
- უცხო ენის (პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
- სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
- მეორე ეტაპი - გასაუბრება.
- შენიშვნა: საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის წაკითხვა
კონკურსის ჩატარების ვადა:
- კონკურსი გამოცხადდეს 2026 წლის 6 ივლისს;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 6 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) - 2026 წლის 18 აგვისტო;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) - 2026 წლის 20 აგვისტო (კონკურსანტებს გასაუბრების დრო ეცნობებათ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე);
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 27 აგვისტოს.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები