დღეს - 17 ივლ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
კორპორატიული საბანკო მომსახურება, ბიზნეს სესხის წარმოშობა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 4 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
კორპორატიული საბანკო მომსახურება, ბიზნეს სესხის წარმოშობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი,საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დირეტორის პოზიციაზე ერთ-ერთ მსხვილი ბანკისთვის თელავში.
ძირითადი მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ეკონომიკის/ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- 4 წელი საბანკო/საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 2 წელი მენეჯერულ (ფილიალის დირექტორი/ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის უფროსი/ხელმძღვანელის) პოზიციზე;
- მინიმუმ 10 დაქვემდებარებულის მართვის გამოცდილება.
ძირიტადი მოვალეობები:
- საბუთების ნამდვილობის/შესაბამისობის დადგენა, რის საფუძველზეც ხორციელდება ოპერაციები
- ფილიალის მიერ დაშვებულ უზუსტობასა და ბანკისათვის მიყენებულ ზარალზე პასუხისმგებლობა
- დაქვემდებარებული თანამშრომლის როტაციის/განთავისუფლების შემთხვევაში თანამშრომლის დოკუმენტაციის, მიმდინარე საქმეების შემოწმება და გადაბარება
- ფილიალის ყველა აქტივზე (საცავში განთავსებული ფულადი სახსრები, ფასეულობები, დოკუმენტები) პასუხისმგებლობა
- გუნდის წევრების განვითარებაზე, მოტივაციასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა
- ბანკის პროცედურებით და ინსტრუქციებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მართვა
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შეფასება და მათთვის უკუკავშირის მიწოდება
- თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და მათი ინფორმირება ფილიალის საქმიანობის შედეგებზე, სიახლეებზე, ახალ პროდუქტებზე/პროცედურებზე, დასახულ ამოცანებსა და გეგმებზე
- ფილიალისთვის კანდიდატების მოძიება/შერჩევაში აქტიური მონაწილეობის მიღება
- ფილიალის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
- ყოველთვიური/ყოველკვარტალური გეგმების შესრულება
- კლიენტების მოზიდვა
- ფილიალის საკრედიტო საქმიანობის კონტროლი, კომპეტენციის და დადგენილი ლიმიტების ფარგლებში სესხების განხილვა/დამტკიცება, სასესხო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი
- შესაბამის თანამშრომლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: პრობლემური სესხების შემთხვევაში) რეკომენდაციების გაცემა და/ან ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება
- ფილიალის ბანკომატის ინკასაცია
- რიგების მართვის სისტემის კონტროლი და მონიტორინგი
- ფილიალის მიმდინარე ხარჯების ანალიზი
- ფილიალის ლოჯისტიკური კუთხით უზრუნველყოფა
- შიდა და გარე საბუთების (ხელშეკრულებები, წერილები, სხვა საბუთები) ვიზირება და დამოწმება
- საჭიროების შემთხვევაში ოპერაციების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10;00-18:00; შაბათი - 10:00-14:00
- სამუშაო ადგილი - თელავი
- ანაზღაურება: მოლაპარაკებადი (ფიქსირებული+ბონუსი)
- სამედიცინო დაზღვევა
- სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
წარმატებებს გისურვებთ!
საბანკო
კორპორატიული საბანკო მომსახურება,
ბიზნეს სესხის წარმოშობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0
