დღეს - 06 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური
„ჯიაიჯი ჰოლდინგის" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, კონტროლსა და ანალიზს. პასუხისმგებელია ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ინფორმაციის დროულ და სანდო მიწოდებაზე, რაც ხელს უწყობს ეფექტიანი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ფინანსური პროცესების კოორდინაცია, კონტროლი და მართვა;
- ფულადი ნაკადების დაგეგმვა და ლიკვიდურობის მართვა;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი და ეფექტიანობის კონტროლი;
- მენეჯერული და ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი;
- ბიუჯეტირების და პროგნოზირების პროცესების ორგანიზება და მართვა;
- ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
- ბანკებთან, აუდიტორებთან და სხვა გარე პარტნიორებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
- ფინანსური კონტროლისა და შიდა პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
- ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და მენეჯერული ანგარიშგების გამოცდილება;
- აღრიცხვის პრინციპების კარგი ცოდნა;
- IFRS-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- სასურველია ERP სისტემებთან (1C, ORIS, SAP ან სხვა) მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ACCA ან სხვა პროფესიული სერტიფიკატის ქონა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა;
- გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა;
- ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პრემიუმ ფიტნეს დარბაზის ულიმიტო აბონიმენტი და მობილურის ლიმიტი.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-AfEBsI
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
