დღეს - 06 აგვ
ვიპ
პროექტის ადმინისტრატორი
გორის მუნიციპალიტეტი, ბერბუკი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bemoni.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ქართული
შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - ქ. გორი ბერბუკის დასახლება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის პერსონალთან დაკავშირებული მომსახურების ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარებების მომზადება და HR-თვის მიწოდება;
- ახალი პერსონალის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის მომზადება და სათაო ოფისის პასუხისმგებელი პირებისთვის წარდგენა;
- პროექტის პერსონალის ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ოფისის სამეურნეო მარაგის კონტროლი და შეკვეთების დროულად განხორციელება;
- პროექტის პერსონალის ყოველთვიური სამუშაო დროის აღრიცხვის (ტაბელის) მომზადება და HR-თვის მიწოდება;
- ადგილობრივი შესყიდვებისა და მომსახურებებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სათაო ოფისისათვის მიწოდება;
- შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა, ოქმების მომზადება და დაინტერესებული მხარეებისთვის დროული გადაგზავნა;
- პროექტის ოფისის ტექნიკური და ადმინისტრაციული გამართულობის მონიტორინგი;
- ოფისის დიასახლისის საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, პროექტზე ვიზიტორების, პარტნიორებისა და სტუმრების ადმინისტრაციული მომსახურების უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, სამშენებლო, საინჟინრო ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- ადმინისტრაციულ ან პროექტის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო, ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ადმინისტრაციული პროცესების მართვის ცოდნა;
- საოფისე საქმისწარმოების პრინციპების ცოდნა;
- შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- შესყიდვებისა და პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავების ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგი ცოდნა;
პირადი უნარ-ჩვენები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com 2026 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
