დღეს - 07 აგვ
სტანდარტი
სამშენებლო ობიექტის მენეჯერი
თბილისი, ლილო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: beatrismiminoshvili@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო უსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო უსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიცაზე.
Coteccons Construction 20 წელზე მეტი გამოცდილებით წარმოადგენს ვიეტნამის ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიას. კომპანია ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იყენებს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს და თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.
კომპანია ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში, რაც კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და საქართველოს სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
თბილისში მდებარე ერთ ერთი პროექტისთვის ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელსაც სურს განვითარება, მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამშენებლო პროექტებზე და გამოცდილ პროფესიონალებთან თანამშრომლობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარ-ჩვევები:
სამუშაო პირობები:
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beatrismiminoshvili@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,კოტეკონს კონსთრაქშენმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „კოტეკონს კონსტრაქშენის“ ბაზაში
1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებას!

- სამშენებლო მოედანზე ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა დამტკიცებული ნახაზების, ტექნიკური სპეციფიკაციების, მოქმედი სტანდარტებისა და ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად;
- პროექტის სამუშაო გრაფიკის მონიტორინგი და სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა;
- ქვეკონტრაქტორების, სამშენებლო პერსონალის, ტექნიკისა და სხვა სამშენებლო რესურსების კოორდინაცია და მართვა;
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი, ხარვეზების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის (HSE) მოთხოვნებისა და კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების კონტროლი;
- სამშენებლო მასალების მიღების, დასაწყობების, გამოყენებისა და მარაგების კონტროლის ზედამხედველობა;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური პროგრესის ანგარიშების მომზადება;
- ინსპექტირებების, ტესტირების, სისტემების გაშვება-გამართვის (Commissioning) და პროექტის ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა;
- სამშენებლო მოედანზე წარმოშობილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა დამკვეთთან, ტექნიკური ზედამხედველობის გუნდთან, პროექტანტებთან და პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან;
- სამშენებლო დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი (Method Statements, Inspection Requests, RFI, NCR და სხვა);
- სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაცია ხარისხის, უსაფრთხოების, ვადებისა და ბიუჯეტის მიზნების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან შესაბამისი მიმართულებით;
- სამშენებლო პროექტებზე Site Manager-ის ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა; (MS Projec, Archicad, Autocad -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენა (პროფესიული სამუშაო დონე)
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- კოორდინაციის უნარი;
- მართვის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი - სრული;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე II-ის ქ. №106
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევას;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: beatrismiminoshvili@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,კოტეკონს კონსთრაქშენმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „კოტეკონს კონსტრაქშენის“ ბაზაში
1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა,
სამშენებლო უსაფრთხოება
ნახვები
უნიკალური ნახვები