დღეს - 20 ივლ
სტანდარტი
ფინანსური მენეჯერი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: ფინანსები
  • ენები: ქართული
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ მის გაერთიანებაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებისთვის ეძებს ფინანსურ მენეჯერს.

დასახელება:ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
გამოქვეყნდა: 09/07/2026 ბოლო ვადა: 20/07/2026
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.

მოვალეობები:
  • წლიური ბიზნეს-გეგმის შემუშავება და დირექტორისთვის წარდგენა;
  • შესყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დირექტორისთვის წარდგენა;
  • ბიზნეს-გეგმისა და შესყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი, შედეგების ყოველთვიური წარდგენა დირექტორისთვის;
  • საბუღალტრო აღრიცხვის კონტროლი;
  • დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა;
  • საფინანსო დოკუმენტაციის სწორად გაფორმების და შესრულებული საფინანსო ოპერაციების კანონიერების კონტროლი;
  • ფულადი სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის შედეგების დროული გამოყვანის და აღრიცხვის კონტროლი;
  • გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციების, კვარტალური სტატისტიკური ანგარიშის სათანადოდ შედგენისა და მათი დროული წარდგენის კონტროლი;
  • კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმებულთა მინიმალური ანაზღაურების პორტალზე ასახული ინფორმაციის კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობისა და წლიური გეგმის/სტრატეგიის შესრულების კონტროლი;
  • სხვა სამსახურებრივი ფუნქციებისა და დავალებების შესრულება, რაც არ ეწინააღმდეგენა მოქმედ კანონმდებლობას;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - gchokhonelidze@moh.gov.ge

ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები