დღეს - 07 აგვ
სტანდარტი
ადმინისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.silkmuseum@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
მუზეუმი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული
მუზეუმები და დაწესებულებები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
გამოცხადებული პოზიციის აღწერა
აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატის მოვალეობები:
- ადმინისტრაციული საქმის წარმოება;
- ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- ელექტრონული და ქაღალდური დოკუმენტბრუნვის მართვა;
- სატელეფონო და ელექტრონული(e-mail) კომუნიკაცია, ასევე შემოსული ზარებისა და წერილების მიზნობრივ ადრესატთან გადამისამართება;
- ოფიციალური კორესპოდენცია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;
- საორგანიზაციო საკითხების ადმინისტრირება;
- შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის ეფექტურობის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში დირექტორის/მენეჯერის დავალების შესრულება.
მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვით შერჩეული კანდიდატი ახორციელებდეს შიდა საქმიანობის ეფექტურ წარმოებას ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და მენეჯერებთან თანამშრომლობით, შიდა პროგრამულ და საორგანიზაციო საკითხებზე და ა.შ.
გამოცდილება/კვალიფიკაცია:
- სასურველია განათლება - საქმის წარმოების, მენეჯმენტის, ადმინისტრირების ან HR მიმართულებით.
- საბაზისო გამოცდილება საქმის წარმოების, ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office -ის სრულყოფილი ცოდნა.
ზოგადი უნარ - ჩვევები : პასუხისმგებლობის გრძნობა, მოტივირებული, კომუნიკაბელური, მოწესრიგებული, გუნდური მუშაობის უნარი.
პრიორიტეტი მიენიჭებათ სამუზეუმო საქმით დაინტერესებულ პირებს.
სამუშაო გრაფიკი სრული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზუმე ფოტოსურათით (CV) და სამოტივაციო წერილი 2026 წლის 20 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: hr.silkmuseum@gmail.com
აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.
ხელოვნება / მედია
მუზეუმი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
