დღეს - 08 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 - 1400
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია ,C კატეგორია
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,მძღოლის“ პოზიციაზე.
,,იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა.
“იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“.
კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1400 ლარამდე
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მხარდაჭერა;
- წახალისების სისტემა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება შესაბამის სამსახურებში. პოლიცია, დაცვისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახური და ა.შ.
- B,C კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა;
- უცხო ენების ცოდნა (სასურველია A2 დონეზე)
ფუნქცია - მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა საჭიროებისამებრ;
- ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა;
- უცხოელი მომხმარებლების მომსახურება.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- პასუხისმგებლიანი
- მოწესრიგებული
- შრომისმოყვარე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltgroup.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მძღოლი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
მსუბუქი ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
