დღეს - 24 ივლ
სტარტი
ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    საბანკო საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
ს.ს “ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ინვესტორებთან ურთიერთობის ოფიცერის პოზიციაზე კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში ქ. თბილისში.

მოვალეობები:
  • დოკუმენტების მომზადება ინვესტორებისთვის: ბანკის კვარტლური პრეზენტაციები, კვარტლური რეპორტები, ბროშურები, პრეს რელიზები და სხვა დოკუმენტები;
  • ინვესტორებთან რეგულარული კომუნიკაცია, რეპორტინგი, სიახლეების და პრეს-რელიზების გაზიარება;
  • კოორდინაციის გაწევა ბანკის წლიური და ნახევარწლიური ანგარიშისთვის, ინფორმაციის შეგროვება, წლიური და ნახევარწლიური ანგარიშების მომზადება;
  • ბანკის ინვესტორების გვერდის მართვა და რეგულარულად განახლება;
  • უშუალო და ზემდგომი უფროსების მიერ განსაზღვრული სხვა რეპორტების/ პრეზენტაციების მომზადება;
  • განყოფილების პროექტებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, კაპიტალის ბაზრების, ინვესტორებთან ურთიერთობის, აუდიტის მიმართულებით. საბანკო სტრუქტურაში ან შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური ანგარიშგებების, საბანკო ინდიკატორების და ძირითადი ეფექტიანობის მეტრიკების ცოდნა;
  • ფინანსური ინსტრუმენტების საბაზისო ცოდნა მათ შორის ობლიგაციების, სესხებისა და კაპიტალის ინსტრუმენტის შესახებ;
  • ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე, როგორც სასაუბრო, ისე წერითი (სულ მცირე Upper Intermediate);
  • Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის და ვადების დაცვის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 24 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საბანკო
საინვესტიციო პორტფელის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები