დღეს - 13 აგვ
სტარტი
სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, მარშალ გელოვანის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები დილერებთან ურთიერთობის მენეჯმენტი, გაყიდვების განვითარება და სტრატეგია, პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები, კლიენტთა მომსახურება
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ბონუსები და წახალისება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი იმპორტი და ექსპორტი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია “ქარექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.

ქარექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღე: კშაბათი, ვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული

ძირითადი მოვალეობები
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინებებით ვიზიტების განხორციელება;
  • პოტენციური ავტოდილერების, ავტოსალონების, ავტობაზრობებისა და სხვა პარტნიორი კომპანიების მოძიება;
  • CAREXPRESS-ის მომსახურებების გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის;
  • ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და პირველადი მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის, საკონტაქტო მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის შეგროვება;
  • მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და სადილერო განყოფილებისთვის გადაცემა;
  • შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • რეგიონული ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია);
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მივლინებებში მუშაობის სრული მზადყოფნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა;
  • Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) საბაზისო ცოდნა.
  • რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია).

უპირატესობად ჩაითვლება
  • მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • ავტომობილების ბაზრის ან ავტოინდუსტრიის შესახებ ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
  • საწვავის, მგზავრობისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას კომპანიის წესების შესაბამისად;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • თანამედროვე, მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge

გაყიდვები
დილერებთან ურთიერთობის მენეჯმენტი,
გაყიდვების განვითარება და სტრატეგია,
პროდუქტის ცოდნა და პოპულარიზაცია,
სავაჭრო ურთიერთობები და მოლაპარაკებები,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები