დღეს - 12 აგვ
ვიპ
სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@roomdesign.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დიზაინი
დიზაინი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 5 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
ROOM DESIGN GALLERY & ROOM DESIGN STUDIO აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
ჩვენს შესახებ
ROOM DESIGN წარმოადგენს პრემიუმ კლასის დიზაინ სტუდიასა და კონცეპტუალურ მულტიბრენდულ შოურუმს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით – გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში , რომლის ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელზე, შესთავაზოს სიახლეები , მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ პროფესიულად ძლიერ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე Social Media Manager-ს, რომელიც შეძლებს ჩვენი ბრენდის ციფრული იმიჯის ფორმირებას.
ეს პოზიცია არ არის მხოლოდ პლატფორმების მართვა — ეს არის ბრენდის ისტორიის გადმოცემა, ემოციის შექმნა და დიზაინის ციფრულ ენაზე თარგმნა.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ბრენდის სოციალური მედიის არხების მართვა (Instagram, Facebook, Pinterest, LinkedIn, Behance )
- პრემიუმ სტილის შესაბამისი კონტენტ სტრატეგიის შექმნა და განხორციელება
- მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ფოტო / ვიდეო — Reels, Stories, Posts)
- ბრენდის ტონისა და ესთეტიკის თანმიმდევრული შენარჩუნება
- კონტენტ კალენდარის დაგეგმვა და მართვა
- საერთაშორისო ტრენდების ანალიზი და ადაპტაცია
- რეკლამების მართვა და ბრენდის ერთიანი კომუნიკაციის კონტროლი
- ვებ გვერდების ადმინისტრირება ; სტრატეგიული კონტენტის განვითარება.
- მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;
- მონაწილეობის მიღება სარეკლამო ღონისძიებებში;
- ბლოგების და თემატური სტატიების პერმანენტულად წერა და ( წერის კულტურა ) გამოქვეყნება შესაბამისი კრეატიული მარკეტინგული ხერხების გამოყენებით ;
- შედეგების ანალიზი და კონტენტის მუდმივი გაუმჯობესება
კრეატიული და ტექნიკური უნარები
- პოზიცია მოითხოვს კონტენტის შექმნაში აქტიურ ჩართულობას:
- ფოტო და ვიდეო გადაღებისა და დამუშავების ძლიერი უნარები
შემდეგი პროგრამების ცოდნა:
- Adobe Photoshop
- Adobe Illustrator
- Adobe Premiere Pro
- After Effects
- CapCut / Canva
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- ძლიერი ვიზუალური და ესთეტიკური ხედვა
- გამართული კომუნიკაციისა და copywriting-ის უნარი (ინგლისური ენა სავალდებულოა)
- გამოცდილება დიზაინის, არქიტექტურის ან პრემიუმ ბრენდებთან (სასურველია)
პიროვნული თვისებები
- დახვეწილი გემოვნება და დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება
- ბრენდის აღქმისა და სტილის ბუნებრივი შეგრძნება
- კრეატიული აზროვნება სტრატეგიულ ხედვასთან ერთად
- მაღალი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- იდეების ვიზუალურ ისტორიებად გარდაქმნის უნარი
დამატებითი უპირატესობა
- ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის სფეროს ცოდნა
- პრემიუმ / ლუქს სეგმენტთან მუშაობის გამოცდილება
- AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის შესაქმნელად
- SEO (Search Engine Optimization) პრინციპების ცოდნა, მათ შორის საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის ოპტიმიზაცია (meta titles, descriptions, headings, alt ტექსტები), Google Search Console-ისა და Google Analytics გამოყენება, ასევე ორგანული ტრაფიკის ანალიზი და კონტენტ სტრატეგიასთან ინტეგრაცია. On და Off-page SEO-ის საფუძვლების ცოდნა.
რას გთავაზობთ
- კრეატიულ და შთამაგონებელ სამუშაო გარემოს
- მუშაობას საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან
- მონაწილეობას მაღალი კლასის დიზაინ პროექტებში
- პროფესიული და კრეატიული განვითარების შესაძლებლობას
დამატებითი ინფორმაცია
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიმართება პირადი გასაუბრება.
გისურვებთ წარმატებას!
განაცხადის მიღების პირობები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:
რეზიუმე (CV) ფოტოსურათით
სამოტივაციო წერილი
ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი (Digital / Social Media Manager)
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
სოციალური მედიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
