დღეს - 31 ივლ
სტარტი
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ს.ს “ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
  • B6 სისტემაში პრობლემების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • LMS-ის მომხმარებლების მხარდაჭერა;
  • კომპიუტერული და ლოკალური ქსელის (LAN/Wi-Fi) გამართვა, დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა;
  • პრინტერების, სკანერებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, განახლება და კონფიგურაცია;
  • მომხმარებლის ანგარიშების, პაროლებისა და წვდომების მართვა;
  • ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა;
  • ახალი სამუშაო ადგილების (PC, მონიტორი, პრინტერი და სხვა მოწყობილობები) მომზადება და გამართვა;
  • ტექნიკური ინვენტარისა და IT აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად ან ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა;
  • IT უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა და მომხმარებლების კონსულტაცია.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ლოკალური ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა.

უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge . სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება
ნახვები
უნიკალური ნახვები