დღეს - 13 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
საათების მაღაზიათა ქსელი GMT აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქალაქი თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი", აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალსტანდარტული და კვალიფიციური მომსახურების გაწევა
- პროდუქციის მოწესრიგებულად განლაგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა
- პროდუქციის ფასების პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა
- გაყიდული ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და პირობების დეტალურად გაცნობა მომხმარებლისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
- რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
- ფიქსირებულ სახელფასო პროგრამას
- საბონუსე სისტემას, რომელიც აღირიცხება ფინანსურ პროგრამაში და ხელმისაწვდომია თანამშრომლისთვის ნებისმიერ დროს
- სამუშაო გრაფიკს: ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე)
- თიბისი ჯანმრთელობის დაზღვევას
თუ თქვენს გამოცდილებასა და უნარებს შეესაბამება აღნიშნული მოთხოვნები, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: info@gmt4.ge
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები
