დღეს - 13 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების კონსულტანტი/ექსპერტი
ბათუმი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება პლასტმასები სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1100
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
"დიო" დაარსებიდან 30-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს ფილიალები.
"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ კომპანია ბაზარზე ლიდერად აქცია.
იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტ/ექსპერტის პოზიციაზე ბათუმში.

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის 128/134
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურების შემდეგ სისტემას: ფიქსირებული 1100 ლარი+ბონუსი გაყიდვებიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მობილურზე ულიმიტო სასაუბრო დროს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალების გუნდის წევრობას;
  • წახალისების სისტემას (ექსკურსიები, კორპორატიული საღამოები და სხვა);

ჩვენი მოთხოვნებია:
  • პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
  • დამკვეთებთან ურთიერთობის და მოლაპარაკებების წარმოების უნარჩვევები;
  • გამართული საუბარი ქართულად;
  • უპირატესობა მიენიჭებათ რუსული/ინგლისური სასაუბრო ენის მცოდნეს.
  • პუნქტუალურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პრეზენტაციის უნარი;
  • ახლის სწრაფად ათვისების უნარი;

თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება:
  • დამკვეთებისთვის კონსულტაციის გაწევა, როგორც ტელეფონით, ასევე ოფისში.
  • შეკვეთების მიღება შესაბამის პროგრამაში დაფიქსირება
  • პროდუქციის ფასების გამოთვლა, მომხმარებლისთვის გაცნობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს https://dio.selfrecruit.ge/s/FooXW
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები