დღეს - 13 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები, ხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
პლასტმასები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა
სამუშაო დრო
სარგებელი
ფუნქცია-მოვალეობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ადგილმდებარეობა
- ნატახტარი, სოფ. მისაქციელი.
- დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
სამუშაო დრო
- ორშაბათი -პარასკევი: 09:00 საათიდან 17:30 საათამდე;
- შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე.
სარგებელი
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვების თანადაფინანსება
ფუნქცია-მოვალეობები
- საწარმოო პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა და წარმოების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- საწარმოო მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- მოწყობილობების მუშაობის პარამეტრების მონიტორინგი და ტექნოლოგიური პროცესის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
- ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობის ზრდის ღონისძიებებში მონაწილეობა;
- მოწყობილობების გაუმართაობების მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების კოორდინაცია;
- გეგმურ-პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულების კონტროლში მონაწილეობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების მომზადება/განახლების პროცესში მონაწილეობა;
- მოწყობილობების მონტაჟის, გაშვების, გამართვისა და მოდერნიზაციის სამუშაოებში მონაწილეობა;
- სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა და ტექნიკური მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- წარმოების თანამშრომლების ტექნიკურ საკითხებზე მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტირება;
- ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და კომპანიის შიდა პროცედურების მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (მექანიკა, ელექტროინჟინერია ან მონათესავე მიმართულება);
- საწარმოო გარემოში ინჟინრად, ტექნიკოსად ან ტექნიკური მიმართულების სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება;
- საწარმოო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- მექანიკის, ჰიდრავლიკის, პნევმატიკისა და ელექტროტექნიკის საბაზისო ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
- ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მოძიების უნარი;
- გეგმურ-პროფილაქტიკური მომსახურების პრინციპების ცოდნა;
- MS Office-ის ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/HFwwJ
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები,
ხაზის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
