შემდეგი
დღეს - 13 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება,კომპანიის ავტომობილი,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტები) მიმართულებით (დასავლეთ საქართველოში)
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია
ძირითადი ფუნქცია
TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა, პრისეილერების გუნდის ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, დისტრიბუციის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის კომერციული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.
ფუნქცია/მოვალეობები
- TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების კონტროლი;
- პრისელერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი;
- გაყიდვების გეგმების დასახვა, KPI-ების შესრულების კონტროლი და გუნდის შედეგების შეფასება;
- თანამშრომლებთან საველე ვიზიტების (Field Coaching) განხორციელება, პროფესიული მხარდაჭერა, შეფასება და განვითარება;
- გაყიდვების ტერიტორიების, მარშრუტებისა და კლიენტების პორტფელის ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- ახალი სავაჭრო ობიექტების, გაყიდვების შესაძლებლობებისა და პარტნიორების იდენტიფიცირება და განვითარების უზრუნველყოფა;
- არსებული პარტნიორების მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
- პროდუქციის დისტრიბუციის, წარმოდგენილობისა და გაყიდვების სტანდარტების დაცვის კონტროლი სავაჭრო ობიექტებში;
- დებიტორული დავალიანების (თანხების ამოღების) პროცესის კონტროლი და ვადების შესრულების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დაბრუნებების პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- გაყიდვების მაჩვენებლების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
- გაყიდვების შედეგების შესახებ ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- გუნდის წევრების შერჩევის, ადაპტაციისა და შეფასების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- FMCG სექტორში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების ხელმძღვანელის ან ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პრისელერების გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ტრადიციული სავაჭრო არხის (Traditional Trade – TT) მიმართულებით მუშაობისა და გაყიდვების მართვის გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ:
- მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
- განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
- ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.
დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/Wmdlt1ad
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები