დღეს - 14 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება, საოფისე ფართების დალაგება - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება, საოფისე ფართების დალაგება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: სხვა, ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
- ენები: ქართული
Orbi Group — სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და ენერგიულ ოფისის დიასახლისს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დირექტორის კაბინეტისა და სამუშაო გარემოს სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შაბათი და კვირა — 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით.
- დირექტორის კაბინეტში სისუფთავის, წესრიგისა და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- შეხვედრებისა და საქმიანი ვიზიტების დაწყებამდე კაბინეტის საჭირო ინვენტარის მომზადება;
- დირექტორისა და სტუმრების მიღებისას სასმელების მომზადება, სერვირება და შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა;
- დირექტორისთვის საკვების დროული მიწოდებისა და სერვირების უზრუნველყოფა;
- საოფისე-საყოფაცხოვრებო მარაგების კონტროლი და მათი დროული შევსების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
- ზრდილობიანი, თავაზიანი და კომუნიკაბელური დამოკიდებულება;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელფოსტის მისამართზე: hr@orbi.net და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად
მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო,
მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
დასუფთავება
დალაგება/დასუფთავება,
საოფისე ფართების დალაგება
ნახვები
უნიკალური ნახვები
