დღეს - 14 აგვ
სტანდარტი
უმცროსი გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sale@humangeorgia.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
კოსმეტიკა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
- საკუთარი ტრანსპორტი:კი
Biodroga აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე (Junior Sales Representative).
გერმანული პრემიუმ კლასის კოსმეტიკური ბრენდი Biodroga (რომელსაც საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“) ეძებს გუნდის ახალ წევრს – ხალისიან, მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც სურს პროფესიული ზრდა და განვითარება.
თუ გაქვს გამოცდილება მომსახურების სფეროში (მაგალითად: ესთეტიკური ცენტრის ან სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტად, კონსულტანტად) და გინდა ძალები ახალ ამპლუაში მოსინჯო, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა!
რას გააკეთებ შენ?
- ეს არის აქტიური, მოძრავი სამუშაო და არა ოფისში ჯდომა. შენი მთავარი მოვალეობები იქნება:
- ექიმებთან და კოსმეტოლოგებთან ვიზიტები (პროდუქციის შეხსენება, სიახლეების გაცნობა და თბილი ურთიერთობების შენარჩუნება);
- ბრენდის პოპულარიზაცია და პრეზენტაცია (შესაბამის ტრენინგებს ჩვენ ჩაგიტარებთ);
- შეხვედრებისა და ვებინარების ორგანიზება/ჩანიშვნა;
- გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული ყოველდღიური დავალებების შესრულება და მჭიდრო თანამშრომლობა გუნდთან.
რა თვისებები და უნარები გჭირდება?
- ლაღი, პოზიტიური და ენერგიული ხასიათი – შენ უნდა იყო კომპანიის "სავიზიტო ბარათი";
- გამართული და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი;
- სწავლისა და განვითარების დიდი სურვილი;
- საბაზისო ინტერესი/ცოდნა ესთეტიკური მედიცინის ან კოსმეტოლოგიის მიმართ (სამედიცინო განათლება სავალდებულო არ არის, თუმცა უპირატესობად ჩაითვლება);
- საკუთარი ავტომობილი / მართვის მოწმობა (აუცილებელია).
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მხარდამჭერ და მეგობრულ გარემოს – გაყიდვების მენეჯერი იქნება შენი მენტორი, რომელიც ყოველდღიურად დაგაკვალიანებს და გასწავლის საქმეს;
- საწვავის/ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას;
- რეალურ შესაძლებლობას, შეისწავლო გაყიდვები პრაქტიკაში და გაიზარდო პროფესიულად (კომპანია სწრაფად ვითარდება, გვემატება ახალი ბრენდები და პერსპექტივაში განიხილება კარიერული წინსვლა);
- პირობები: პირველი 6 თვე იქნება გამოსაცდელი პერიოდი (ფიქსირებული ანაზღაურებით). ამ ვადის წარმატებით გავლის შემდეგ მოხდება ხელფასის გადახედვა/ზრდა და დაგემატება საბონუსე სისტემა.
თუ გრძნობ, რომ ეს გამოწვევა შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი CV ფოტოსურათთან (აუცილებელია) ერთად ელ-ფოსტაზე: sale@humangeorgia.com
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
