დღეს - 15 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სრული სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციები:
- ვაკანსიების განთავსება დასაქმების პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში;
- კანდიდატების მოძიება, გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება/ჩატარება;
- ახალი თანამშრომლების მიღების, კომპანიასთან ადაპტაციისა და სამუშაო გარემოში ინტეგრაციის პროცესის მართვა;
- თანამშრომელთა შვებულებების და სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლი;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და საკადრო დოკუმენტაციის წარმოება;
- თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და პოზიტიური სამუშაო გარემოს ხელშეწყობა;
- შიდა კორპორატიული ღონისძიებებისა და გუნდური აქტივობების (Team Building) ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვა ან ბიზნესის ადმინისტრირება);
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (საკადრო საქმისწარმოებისა და რეკრუიტინგის მიმართულებით);
- საქართველოს შრომის კოდექსის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარები;
- პასუხისმგებლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- სხარტი აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი ;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
