დღეს - 15 აგვ
სტანდარტი
ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა, საოპერაციო პროცესების მართვა, პროექტების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა, საოპერაციო პროცესების მართვა, პროექტების მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე

პოზიციის შესახებ:
„ელ+ ეძებს ავტომატური დაშვების და პარკინგის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება მიმართულების განვითარება, ახალი კლიენტების მოზიდვა, გაყიდვების ზრდა და დეპარტამენტის ეფექტური მართვა.“

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • B2B გაყიდვების გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
  • პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი;
  • ტექნიკური საკითხების გააზრებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი;
  • უცხო ენის ცოდნა: ინგლისური/რუსული;

სასურველია:
  • სამშენებლო, დეველოპერულ ან ინფრასტრუქტურულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური პროდუქტის გაყიდვების გამოცდილება;
  • ტენდერებთან ან მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
  • გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება;
  • პოტენციური მომხმარებლების აქტიური მოძიება;
  • კლიენტური ბაზის გაფართოება და განვითარება;
  • გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
  • გუნდის შედეგების მონიტორინგი და KPI-ების შესრულების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა;

რას გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ნულიდან შექმნათ და განავითაროთ დეპარტამენტი;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • დინამიკურ და პროფესიონალურ გარემოს;

თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/wW3nW

გისურვებთ წარმატებას!



გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა,
საოპერაციო პროცესების მართვა,
პროექტების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები