20 ივლ - 18 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ივენთ მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ივენთ მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური,რუსული
კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას ივენთების მენეჯერის პოზიციაზე
ჩვენს შესახებ:
კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.
სამუშაო პირობები:
- მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28
- გრაფიკი: კვირაში 5 დღე |
- სამუშაო განაკვეთი: სრული.
- ანაზღაურება: 2000 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ივენთებისა და აქტივობების კოორდინაცია და მხარდაჭერა;
- განსაზღვრული სამუშაო გეგმის შესრულება (KPI);
- დეტალური გეგმების შედგენა - ლოკაცია, დეკორაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, ლოჯისტიკა და სხვა.
- თვალ-ყური ადევნოს ყველა ღონისძიების წარმატებულად და უპრობლემოდ ჩატარებას;
- ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, უზრუნველყოს დარეგისტრირებული დელეგატების წინასწარი გაფრთხილება და საჭიროებისამებრ საზღაურის კომპენსირება;
- კოორდინაცია სხვადასხვა აღმასრულებელ ორგანოებთან, ვინც იქნება ჩართული პროცესში;
- ჩარიცხვების მონიტორინგი- რეპორტინგი, გაწერილი ფაილების სტუმრებთან გაზიარება და უკუკავშირის ხელმძღვანელებთან გაზიარება.
- შიდა პერსონალის ლოჯისტიკური დაგეგმარება და ყველა შესაბამისი რგოლის ინფორმირება;
- დავალებების განაწილება შესაბამის დეპარტამენტებში: უსაფრთხოება, ტექნიკური და ფინანსური სამსახური;
- ღია სივრცეში გამართული ღონისძიებების სპეციფიკის სწორად გათვალისწინება (კლიმატი, ინფრასტრუქტურა, სტუმართა ნაკადი და სხვა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარები
- აუცილებელია ამ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
ბენეფიტები:
- კვების უზრუნველყოფა
- გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა
- მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2IBziNCe
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ივენთ მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
