20 ივლ - 19 აგვ
სტანდარტი
ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1400

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქ. 1
ანაზღაურება: 1400 ლარი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მოვალეობები:
  • ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
  • ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
  • იმპორტის შეკვეთების მიღება და განთავსება;
  • სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო)

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
იმპორტ/ექსპორტის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები