20 ივლ - 18 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ქირურგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
ქირურგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
კლინიკა „ლიდერმედი“ — რეპროდუქციული სამედიცინო ტურიზმის პიონერი საქართველოში, დაარსებული 1998 წელს, თანამედროვე, მრავალპროფილური ცენტრია, უზრუნველყოფილი მაღალტექნოლოგიური სერვისებით. კლინიკა აცხადებს ვაკანსიას: „მორიგე ქირურგი “.
სამუშაო ადგილი : თბილისი, ნოდარ ბოხუას 21;
სამუშაო გრაფიკი : 24 საათიანი მორიგეობა ,ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები:
სამუშაო ადგილი : თბილისი, ნოდარ ბოხუას 21;
სამუშაო გრაფიკი : 24 საათიანი მორიგეობა ,ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები:
- მორიგეობის დაწყებისას განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების შესახებ ინფორმაციის, მიმდინარე დანიშნულებების, კვლევის შედეგებისა და არსებული რისკების სრულად მიღება;
- მორიგეობის დასრულებისას პაციენტების მდგომარეობის, ჩატარებული ღონისძიებების, გამოვლენილი პრობლემებისა და შემდგომი მართვის საჭიროებების სრულყოფილი გადაბარება;
- ქირურგიული პაციენტის ჩივილების, ანამნეზის, ობიექტური მდგომარეობისა და კლინიკური მონაცემების შეფასება;
- პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში დიაგნოზის დასმა, დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნა და მკურნალობის გეგმის განსაზღვრა;
- წინასაოპერაციო პაციენტის მდგომარეობისა და ოპერაციული რისკების შეფასება, წინასაოპერაციო მომზადების კონტროლი და ანესთეზიოლოგთან, ოპერაციის შემსრულებელ ქირურგთან და სხვა სპეციალისტებთან კოორდინაცია.
- ოპერაციული ჩარევის ჩვენებებისა და უკუჩვენებების შეფასებაში მონაწილეობა და ოპტიმალური ქირურგიული ტაქტიკის განსაზღვრა;
- პროფესიული სერტიფიკატით, კლინიკაში მინიჭებული უფლებამოსილებითა და საკუთარი კომპეტენციით განსაზღვრული ოპერაციების, მცირე ქირურგიული ჩარევების, მანიპულაციებისა და პროცედურების დამოუკიდებლად ან ქირურგიულ გუნდთან ერთად ჩატარება;
- პოსტოპერაციული პაციენტების რეგულარული შეფასება და მონიტორინგი, მათ შორის:
- სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი;
- ტკივილის შეფასება და მართვა;
- ინფუზიური და მედიკამენტური თერაპიის კონტროლი;
- ანტიბაქტერიული მკურნალობის შეფასება;
- თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკა;
- ჭრილობის, ნახვევის, დრენაჟის, კათეტერისა და სტომის მდგომარეობის კონტროლი;
- კვებისა და მოძრაობითი რეჟიმის განსაზღვრა;
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგების შეფასება.
- პაციენტის მდგომარეობის გაუარესების, სისხლდენის, ჰემოდინამიკური არასტაბილურობის, მწვავე მუცლის, ჭრილობის გართულების, ინფექციის, სეფსისის ან სხვა გადაუდებელი მდგომარეობის დროული ამოცნობა და პირველადი მართვის დაუყოვნებლივ დაწყება;
- საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, განყოფილების ხელმძღვანელისა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტის დროული გამოძახება;
- პაციენტის კლინიკის შესაძლებლობებს ან ექიმის პროფესიულ კომპეტენციას მიღმა მდგომარეობის შემთხვევაში კონსულტაციის, მულტიდისციპლინური განხილვის ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში დროული რეფერალის ორგანიზება;
- ოპერაციული და სხვა ქირურგიული ჭრილობების შეფასება, დამუშავება, შეხვევა, დრენირება და ჭრილობის შეხორცების პროცესის მონიტორინგი;
- ქირურგიული ინფექციების, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი დაავადებებისა და სხვა შესაბამისი მდგომარეობების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მონაწილეობა;
- ოპერაციის ან მანიპულაციის დროს ამოკვეთილი ან მიღებული ბიოლოგიური მასალის ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე გაგზავნის კონტროლი და მიღებული პასუხის მკურნალობის გეგმაში გათვალისწინება;
- უსაფრთხო ქირურგიის მოთხოვნების, ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების, ინფექციის პრევენციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის წესების დაცვა;
- ოპერაციამდე შესაბამისი checklist-ის, პაციენტის იდენტიფიკაციის, ოპერაციული არესა და დაგეგმილი ჩარევის სისწორის გადამოწმებაში მონაწილეობა;
- სამედიცინო მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების უსაფრთხო გამოყენება და გამოყენებამდე მათი გამართულობის შეფასება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- პაციენტისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის დიაგნოზის, მკურნალობის გეგმის, მოსალოდნელი შედეგების, შესაძლო რისკებისა და ალტერნატივების გასაგები ფორმით განმარტება;
- ქირურგიულ ჩარევამდე სათანადო ინფორმირებული თანხმობის არსებობისა და სწორად გაფორმების გადამოწმება
- სამედიცინო დოკუმენტაციის დროული, სრული და ზუსტი წარმოება, მათ შორის:
- პაციენტის პირველადი შეფასება;
- ყოველდღიური და მორიგეობის ჩანაწერები;
- დანიშნულებები;
- კონსულტაციები;
- ჩატარებული მანიპულაციებისა და პროცედურების აღწერა;
- ოპერაციის ოქმი;
- მდგომარეობის გაუარესებისა და გართულებების აღწერა;
- გადაყვანის, გაწერის ან რეფერალის დოკუმენტაცია.
- ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელისათვის პაციენტის მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების, გართულების, განმეორებითი ოპერაციის საჭიროებისა და სხვა მაღალი რისკის შემთხვევების დაუყოვნებლივ შეტყობინება.
- პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების, არასასურველი მოვლენებისა და პოტენციური რისკების რეგისტრაცია და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება.
- ექიმებთან, ექთნებთან, ანესთეზიოლოგებთან, ლაბორატორიასთან, დიაგნოსტიკურ სამსახურებთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან კოორდინირებული მუშაობა.
- კლინიკური განხილვების, კონსილიუმების, შიდა აუდიტების, ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებისა და პროფესიული ტრენინგების პროცესში მონაწილეობა.
- კლინიკის შინაგანაწესის, მოქმედი SOP-ების, კლინიკური პროტოკოლების, ეთიკის, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნების შესრულება.
- მორიგეობის პერიოდში სამუშაო ადგილზე ყოფნა და განყოფილებაში წარმოქმნილ კლინიკურ საჭიროებაზე დაუყოვნებლივ რეაგირება.
- უშუალო ხელმძღვანელისა და სამედიცინო დირექტორის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია ქირურგიული პაციენტის უსაფრთხო მართვასთან და შეესაბამება ექიმის პროფესიულ კომპეტენციას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში „ზოგადი ქირურგია“;
- ქირურგიული სტაციონარისა და პოსტოპერაციული პაციენტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- გადაუდებელი მდგომარეობების ამოცნობისა და პირველადი მართვის უნარი;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერულ სამედიცინო პროგრამაში მუშაობის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო , 2026 წელი
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - „მორიგე ექიმი“
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
“კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა“ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ : Info@leadermed.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.
შპს „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი“ კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge”
სამედიცინო
ქირურგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
