დღეს - 19 აგვ
სტანდარტი
საწყობის უფროსის დამხმარე
ბათუმი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი
  • ენები: ინგლისური
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში .

ძირითადი მოვალეობები:
  • მიიღოს, გადათვალოს ან აწონოს და დაასაწყობოს ყველა სახის პროდუქტი (ბარი, სამზარეულო, სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სხვა) სტანდარტებისა და პროცედურების დაცვით;
  • უზრუნველყოს უხარისხო, უვარგისი ან შეცდომით მოწოდებული პროდუქციის გაცვლა-დაბრუნება;
  • შეადაროს მიღებული პროდუქტის რაოდენობა დოკუმენტაციას (ზედდებულს);
  • გასცეს საქონელი საწყობიდან დეპარტანეტზე ოფიციალური გადატანის ზედდებულის (ტრანსფერის) საშუალებით, ისე რომ აქტი ხელმოწერილი იქნეს ორივე მხარის მიერ;
  • მიიღოს მონაწილეობა ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
  • საწყობში განლაგებული მარაგები ჰქონდეს დალაგებული, მოწესრიგებული ოპტიმალურად და სტანდარტების შესამაბისად;

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:
  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში

კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები