დღეს - 19 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა
პარკინგის უსაფრთხოება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, სხვა
- ენები: ქართული
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ავტომეთვალყურის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
- სადგომზე ავტომობილების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
- ავტოსადგომის ტერიტორიაზე წესრიგის შენარჩუნება;
- მომხმარებლებისთვის თავისუფალი ადგილების მითითება;
- ავტოსადგომის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დაცვა, საეჭვო აქტივობებზე რეაგირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: თბილისი, ბათუმი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
უსაფრთხოება / დაცვა
პარკინგის უსაფრთხოება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
