დღეს - 21 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა, სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა, სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
Scapp აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს და აგრო დაკრედიტების რისკების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
პოზიციის მთავარი მიზანია ბიზნეს და აგრო დაკრედიტების მიმართულებით საკრედიტო რისკების ეფექტიანი მართვა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელმძღვანელობა.
ძირითადი მოვალეობები:
- საბაზრო პარამეტრებისა და ეკონომიკური გარემოს დინამიკის შესაბამისად საკრედიტო რისკების მართვა;
- ბიზნეს და აგრო დაკრედიტების რისკების სამსახურის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- განსაზღვრული უფლებამოსილებისა და ლიმიტების ფარგლებში საკრედიტო განაცხადების განხილვა და სესხების დამტკიცება;
- საკრედიტო კომიტეტის მუშაობის დაგეგმვა, პროცესის მართვა და კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობა;
- საკრედიტო კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებების შესრულების პროცესის კოორდინაცია;
- კლიენტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური, იურიდიული და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი;
- საკრედიტო ოქმებისა და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით;
- საკრედიტო ანგარიშების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანალიზი;
- საკრედიტო ლიმიტებთან, რეგულაციებსა და საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოებისთვის;
- საკრედიტო პოლიტიკისა და რისკების მართვის პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობებსა და პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- ბიზნეს და აგრო დაკრედიტების, საკრედიტო რისკების ან ფინანსური ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ფინანსური ანგარიშგებებისა და ბიზნესის გადახდისუნარიანობის ანალიზის უნარი;
- საკრედიტო რისკების მართვის პრინციპებისა და შესაბამისი რეგულაციების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- გუნდის მართვისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მნიშვნელოვან და პასუხისმგებლიან როლს კომპანიის საკრედიტო რისკების მართვის პროცესში;
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს;
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://scapp.selfrecruit.ge/s/F1CoW
Scapp მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებას გისურვებთ!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
საბანკო
ბიზნეს სესხის წარმოშობა,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
