დღეს - 22 აგვ
სტანდარტი
ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები დანადგარის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები ბეჭდვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3000
    (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები დანადგარის ოპერირება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მედია და კომუნიკაციები ბეჭდვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
პოლიგრაფიული საწარმო „ბიზარტი“ , რომელიც მრავალი წელია ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმოა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ პროფესიონალური და მეგობრული გუნდის წევრი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთ
  • მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
  • ანაზღაურება: 3000 ლარი ( NET) + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ბეჭდვის ტექნოლოგიის საფუძვლების ცოდნა;
  • აუცილებელია საბეჭდი დანადგარის გამართვისა და პარამეტრების რეგულირების ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია ქაღალდის ტიპების და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოო ჰიგიენის წესების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება;
  • მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება;
  • მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა;
  • ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • დანადგარის რეგულარული მოვლა;
  • ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;

პიროვნული უნარები:
  • ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი;
  • ტექნიკური ინსტრუქციების სწორად აღქმისა და შესრულების უნარი;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ბიზარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები