დღეს - 25 აგვ
სტანდარტი
მთავარი იურისტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
საკვები და სასმელები, ღვინო და ალკოჰოლური სასმელები - მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „ქართული ლუდის კომპანია“ (GBC) არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მრავალფეროვან პორტფელს.
2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს.
Tempo Beverages არის ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან — და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე.
Daily Group არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ კერძო სამართლის სფეროში გამოცდილ კანდიდატს მთავარი იურისტის პოზიციაზე.
2025 წლიდან კომპანია წარმოადგენს Tempo Beverages-ისა და Daily Group-ის ერთობლივ საწარმოს.
Tempo Beverages არის ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელსაც 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. კომპანია მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლუდის ბრენდთან — Heineken-თან — და უზრუნველყოფს მისი პროდუქციის დისტრიბუციასა და განვითარებას ისრაელის ბაზარზე.
Daily Group არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 700 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.
საერთაშორისო გამოცდილებისა და ძლიერი ადგილობრივი პოზიციონირების საფუძველზე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ კერძო სამართლის სფეროში გამოცდილ კანდიდატს მთავარი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
- კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
- კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
- კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
- საჭიროების შემთხვევაში გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, ასევე მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით;
- კერძო სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისურ და რუსულ ენებზე იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
- კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტირებას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის გუნდის წევრი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 27 აგვისტო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შეფასების მიზნებისათვის.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
