შემდეგი
დღეს - 12 აგვ
სტარტი
ფილიალის დირექტორი
თელავის მუნიციპალიტეტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@terabank.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დირექტორი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 4 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
ტერაბანკში თელავის ფილიალის დირექტორს ვეძებთ
ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან საბანკო საქმის მიმართულებით (MBA ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით);
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური ანალიზის, საკრედიტო რისკების შეფასებისა და საბანკო პროდუქტების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად, სწრაფად გადაჭრის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, თ. ბაგრატიონის ქ. N1
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00; შაბათი: 10:00–14:00)
- ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + ფილიალის შედეგებზე დაფუძნებული კვარტალური ბონუსი
- დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა, გუნდის ეფექტიანი მართვა, მოტივაცია, სამუშაო პროცესების გადანაწილება და KPI-ების მონიტორინგი;
- რეგიონში ახალი კლიენტების (როგორც საცალო, ასევე მცირე/საშუალო ბიზნესის) აქტიური მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავება;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა, ბიზნეს და საცალო სესხების გაცემის პროცესის კონტროლი, რისკების შეფასება და ვადაგადაცილებების პრევენცია;
- ფილიალში მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
- საბანკო პროცედურების, შიდა რეგულაციებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ქალაქი და პოზიციის დასახელება | ფილიალის დირექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 12 აგვისტო
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები