დღეს - 26 აგვ
სტანდარტი
საოპერაციო დირექტორის ასისტენტი
თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
კომპანია „ელ+“ სახანძრო და საინჟინრო სისტემების წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. საოჯახო ბიზნესის ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც 21 წელზე მეტია საქართველოში უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს ნერგავენ. 2019 წლიდან ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც ევროპული CE სერტიფიცირების მქონე სახანძრო კარისა და ცეცხლმაქრის ერთადერთი მწარმოებელია ქვეყანაში. „ელ+“ აერთიანებს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციასა და ადგილობრივ წარმოებას, რაც მომხმარებელს შენობის ინჟინრული სისტემების სრულ სერვისს სთავაზობს.

თქვენ იმუშავებთ უშუალოდ საოპერაციო დირექტორთან (COO), რომელიც მართავს სტრატეგიულ და მაღალი დონის პროექტებს:
  • ხარისხის მენეჯმენტი: ISO 9001 სტანდარტის სრული დანერგვა, ინტეგრაცია და მისი რეალური, ყოველდღიური ამუშავება კომპანიის პროცესებში.
  • კომერციული განვითარება: ახალი საცალო გაყიდვების პლატფორმის შექმნა, სტრუქტურირება და გამართვა.
  • გაციფრულება: პროექტების მართვის თანამედროვე სისტემების სრული დანერგვა კომპანიაში.
  • დოკუმენტბრუნვა: შიდა დოკუმენტბრუნვის სისტემების მოწესრიგება და ოპტიმიზაცია.
  • ოპერაციული ეფექტურობა: ადმინისტრაციული ერთეულების (საწყობი, შესყიდვები, HR, პროექტების მენეჯმენტი და სხვა) პროცესების აღწერა, ანალიზი და მუდმივი გაუმჯობესება.
  • მეგა-პროექტი: კომპანია ფლობს მოქმედ საწარმოს და გეგმავს ახალი, დიდი, მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობა/დაგეგმარებას.
რას გთავაზობთ ეს სტაჟირება?
  • ეს არ არის დროებითი პოზიცია: ჩვენ ვეძებთ გუნდის მომავალ წევრს. 6-თვიანი სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა, რომ საუკეთესო კადრი მუდმივ პოზიციაზე დავტოვოთ.
  • რეალური გამოწვევები: ეს არ არის „ყავის მომზადების“ სტაჟირება. თქვენ ჩაიხედავთ მსხვილი ბიზნესის შიდა სამზარეულოში, შეეჭიდებით რეალურ პრობლემებს და მიიღებთ მონაწილეობას კომპანიაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებში.
  • მენტორობა: საოპერაციო დირექტორს სურს გვერდით დაიყენოს მსგავსი შეხედულებების და აზროვნების ადამიანი, რომელსაც ესმის ბიზნესის სფეროს სპეციფიკა, აქვს სწორი მენტალობა და არ ეშინია რთული ამოცანების.
  • მეგობრულ, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

ვის ვეძებთ (საკვალიფიკაციო მოთხოვნები):
  • ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მოტივირებულ სტუდენტს, ან ახალ კურს -დამთავრებულს რომელსაც აინტერესებს ოპერაციების მართვის მიმართულება.
  • ტექნიკური უნარები: MS Excel-ისა და მსგავსი პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • სწავლის უნარი: ახალ ციფრულ პროგრამებთან და სისტემებთან მუშაობის სურვილი და მათში მარტივად გარკვევის უნარი.
  • ენები: ინგლისური ენის თავისუფლად, მაღალ დონეზე ფლობა (წერითი და ზეპირი).

ანაზღაურება:სამუშაო საათებისა და გრაფიკის შეთანხმების მიხედვით
ხანგრძლივობა: 6 თვე (დასაქმების პერსპექტივით)
გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი (მოქნილი, სალექციო გრაფიკის გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში)

მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 126, თბილისი

თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი:https://elplus.selfrecruit.ge/s/wQzbY
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები