დღეს - 27 აგვ
სტანდარტი
პოლიეთილენის შემდუღებელი
თბილისი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი
  • ენები: ქართული

შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას პოლიეთილენის შემდუღებლის პოზიციაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო/ პროფესიული ტექნიკური განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:
  • პოლიეთილენის შემდუღებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • პოლიეთილენის შედუღების უზრუნველყოფა ქუროებით და პირაპირული მეთოდით;
  • პოლიეთილენის გაზსდენების შედუღება;
  • შედუღებული დეტალების სიმტკიცის შემოწმება;
  • სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო მასალების რაციონალური გამოყენება;
  • საჭიროების შემთხვევაში ხანძარჩამქრობი საშუალებების გამოყენება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ შედგენილი აქტებისა და სხვა დოკუმენტების სრულყოფილად შევსება;

სამუშაო გამოცდილება:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 29 აგვისტო;

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს „თბილისი ენერჯისთვის“ გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება(შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.

გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები