შემდეგი
დღეს - 28 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
ქართულ-სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარი“, რომელიც „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
„ჯინო ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მთავარი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20
პოზიციის შესახებ
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და აქტივობების ეფექტიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და განხორციელებას.
ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი უერთდება მარკეტინგის გუნდს, რომელშიც შედიან დიჯითალ მარკეტერი და გრაფიკული დიზაინერი - უზრუნველყოფს მათი საქმიანობის კოორდინაციას, ამოცანების განაწილებას და ხარისხის კონტროლს, ასევე უშუალოდ არის ჩართული კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმვასა და შედეგების ანალიზში.
მარკეტინგის მენეჯერი ანგარიშვალდებულია მარკეტინგის დირექტორის წინაშე და აქტიურად ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
ჰოლდინგის საბუღალტრო საქმიანობის მართვა
საგადასახადო აღრიცხვა და შესაბამისობა
პერიოდის დახურვა და ფინანსური ანგარიშგება
საბუღალტრო გუნდის მართვა
ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
საბუღალტრო პროცესების კონტროლი და მართვა

- ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი IFRS-ისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- საბუღალტრო პოლიტიკის, პროცედურებისა და ერთიანი სტანდარტების დანერგვა და შესრულების კონტროლი;
- სალარო და საბანკო ოპერაციების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, მარაგების, ძირითადი საშუალებების, სესხების, საპროცენტო ვალდებულებების, ხელფასებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
- კაპიტალთან და დამფუძნებლებთან დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
- საბუღალტრო პროცესებში არსებული საბუღალტრო ხარვეზებისა და რისკების იდენტიფიცირება, მენეჯმენტის ინფორმირება და გამოსწორების ღონისძიებების კოორდინაცია;
- ORIS 7 საბუღალტრო სისტემის მართვა, ადმინისტრირება და განვითარების/განახლების პროცესების მხარდაჭერა.
საგადასახადო აღრიცხვა და შესაბამისობა
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის კონტროლი;
- საგადასახადო და ბუღალტრული რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
- ფინანსური ოპერაციების საგადასახადო შესაბამისობის შეფასება და გამოვლენილი რისკების შესახებ მენეჯმენტის ინფორმირება.
პერიოდის დახურვა და ფინანსური ანგარიშგება
- თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
- ბრუნვითი უწყისებისა და ანგარიშების ნაშთების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა;
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და SARAS-ზე წარდგენა;
- საჭიროების შემთხვევაში, ჰოლდინგის კომპანიების ფინანსური ინფორმაციის კონსოლიდაციის პროცესში მონაწილეობა.
საბუღალტრო გუნდის მართვა
- დაქვემდებარებული ბუღალტრების საქმიანობის ორგანიზება და შესრულებული ოპერაციების კონტროლი;
- სამუშაოს განაწილება და შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- საბუღალტრო გუნდის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა.
ფინანსური და საგადასახადო აუდიტი
- ყოველწლიური ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია;
- აუდიტორებთან კომუნიკაციისა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- საგადასახადო აუდიტისა და შემოწმებების პროცესის კოორდინაცია;
- საგადასახადო დავების არსებობის შემთხვევაში, პროცესში მონაწილეობა და კომპანიის ინტერესების დაცვა.
საბუღალტრო პროცესების კონტროლი და მართვა
- საბუღალტრო და ფინანსური პროცესების შიდა კონტროლის მექანიზმების შემუშავება და სტანდარტიზაცია;
- შიდა კონტროლის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების მართვის ღონისძიებების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება
- უმაღლესი განათლება
გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის ან/და კოორდინაციის გამოცდილება;
პიროვნული უნარები
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინიციატივიანობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:
hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები