დღეს - 29 აგვ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.
Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე საერთაშორისო ბაზრების მიმართულებითს თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
ძირითადი ფუნქციები:
კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.
Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.
ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე საერთაშორისო ბაზრების მიმართულებითს თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან;
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათამდე;
- ანაზღაურება: ხელფასი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
ძირითადი ფუნქციები:
- საერთაშორისო მარკეტინგის დაგეგმვა: CMO-სთან ერთად საერთაშორისო ბაზრებზე განსახორციელებელი მარკეტინგული სტრატეგიისა და აქტივობების დაგეგმვა;
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი: სამიზნე ბაზრების, მომხმარებელთა ქცევისა და კონკურენტების აქტივობების შესწავლა, მიგნებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- საერთაშორისო სოციალური მედია: საერთაშორისო გვერდების მართვა, ბაზრებზე მორგებული ყოველთვიური კონტენტკალენდრის შედგენა და კონტროლი;
- კონტენტის შექმნა & AI ინსტრუმენტები: AI ინსტრუმენტების (Generative AI) გამოყენებით პოსტების ტექსტების, სარეკლამო ქოფებისა და ვიდეო სცენარების მომზადება/ადაპტირება;
- გარე პარტნიორებთან მუშაობა: სარეკლამო სააგენტოსთვის ბრიფების მომზადება, კამპანიების ხარისხის, ვადებისა და შედეგების კონტროლი;
- შიდა გუნდთან კოორდინაცია: ადგილობრივ კონტენტ/SMM სპეციალისტთან, ვიდეოგრაფთან და შიდა გუნდთან თანამშრომლობა საერთაშორისო მასალების შესაქმნელად;
- ინფლუენსერ მარკეტინგი: საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ინფლუენსერებთან, კრეატორებსა და პარტნიორებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
- ციფრული კამპანიები & ანალიტიკა: ციფრული სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი, ძირითადი მაჩვენებლების (KPIs) გაანალიზება და პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (უპირატესობად ჩაითვლება განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან PR-ის მიმართულებით)
- გამოცდილება: მარკეტინგის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- SMM & კონტენტი: სოციალური მედიის მართვის, კონტენტკალენდრის შედგენისა და სხვადასხვა აუდიტორიაზე ტექსტების ადაპტირების გამოცდილება;
- ბაზრის კვლევა: ბაზრის, კონკურენტების ანალიზისა და მიღებული მონაცემების საფუძველზე დასკვნების გამოტანის უნარი;
- AI ინსტრუმენტები: AI ინსტრუმენტების (ChatGPT, Midjourney/DALL-E და ა.შ.) პრაქტიკული გამოყენების ცოდნა კონტენტის შექმნისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის;
- სააგენტოებთან მუშაობა: სარეკლამო სააგენტოებთან და გარე კონტრაქტორებთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და ბრიფინგის გამოცდილება;
ენების ცოდნა:
- ქართული - სრულყოფილად;
- ინგლისური - B2 დონე (თავისუფალი კომუნიკაცია);
- რუსული - B2 დონე (თავისუფალი კომუნიკაცია);
უპირატესობად ჩაითვლება:
- Meta Ads Manager-ის, Google Ads-ისა და Google Analytics 4 (GA4)-ის ცოდნა;
- საერთაშორისო ბაზრებისთვის კონტენტის შექმნის ან ლოკალიზაციის გამოცდილება;
- საერთაშორისო ინფლუენსერებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
- საავტომობილო, სატრანსპორტო ან იმპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური და კვლევითი აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- რამდენიმე საერთაშორისო პროექტისა და დავალების პარალელურ რეჟიმში მართვის უნარი;
- ინიციატივიანობა და სიახლეების/AI ტექნოლოგიების ათვისების სურვილი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
