დღეს - 01 სექ
სტანდარტი
ER რეგისტრატურის ხელმძღვანელი
რუსთავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: რუსული,ინგლისური
შპს ‘’ კლინიკა რუსთავი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლსი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მიმართულებით)
  • კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილბა
  • სასურველია უცხოური ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • რეგისტრატორების საქმიანობის კოორდინაცია, გრაფიკებისა და ნაკადების მიხედვით როტაცია, სტაჟიორთა და თანამშრომელთა გადამზადება, მათი საქმიანობის შეფასება და ვიზუალურ სტანდარტებზე ზრუნვა.
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება/მოგვარება.
  • სტაციონარული პაციენტების (მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა) სწორი რეგისტრაციის მონიტორინგი, მონაცემების სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა და დღის ბოლოს დოკუმენტაციის მოწესრიგება.
  • სალარო ოპერაციების (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება), ფულადი სახსრების აღრიცხვა, მართვა, ბუღალტერიისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.

ძირითადი უნარები და კომპეტენციები:
  • სიზუსტე დოკუმენტებისა და მონაცემების დამუშავებისას.
  • მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • სტრესულ სიტუაციებში და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე., შაბათი 9:00 – 14:00სთ
მისამართი: რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა 45

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ ტქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე hr@clinicrustavi.ge
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები