დღეს - 25 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება ინფორმაციული ტექნოლოგიები პროდუქტის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება ინფორმაციული ტექნოლოგიებიპროდუქტის მენეჯმენტი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სამუშაოს აღწერა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Digital Product Delivery Manager - ის როლზე
ამ როლში შენ:
- კოორდინაციას გაუწევ ციფრული პროდუქტებისა და პროექტების მომზადებას
- ბიზნეს მოთხოვნების საფუძველზე INVEST პრინციპებით მოამზადებ User Story-ებს
- უზრუნველყოფ ბიზნესისა და IT გუნდებს შორის მოთხოვნების კოორდინაციას
- იმუშავებ მობილური აპლიკაციების, ვებპროდუქტების ან API ინტეგრაციების პროექტებზე
თუ ეს როლი გაინტერესებს, სასურველია გქონდეს:
- ციფრული პროდუქტებისა და პროექტების კოორდინაციის ან IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- Agile/Scrum გარემოში მუშაობის გამოცდილება
- INVEST პრინციპებით User Story-ების მომზადების გამოცდილება
- Jira, Trello, Monday ან მსგავსი სამუშაოს მართვის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება
- მობილური აპლიკაციების, ვებპროდუქტების ან API ინტეგრაციების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
- Google Analytics, Firebase, PostHog, Looker Studio ან მსგავს ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება
- ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
- რამდენიმე პარალელური ამოცანის ეფექტურად მართვისა და კოორდინაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფად სწავლის უნარი
დამატებითი უპირატესობა იქნება:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროექტების მართვის, ბიზნეს ანალიტიკის, პროდუქტის მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით
- ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნა
- რუსული ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნა
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზეhttps://smrtr.io/B7_7n
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2026.
დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
- პასუხისმგებლობას (Ownership)
- საქმის ხახრისხიან შესრულებას
- პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
- დასახო ამბიციური მიზნები
- თამამად გამოხატო შენი აზრი
- ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
- ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
- ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
- პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
- სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
- კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
- გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
ზემოთ მოცემულ ბმულზე ან ამ პოსტში განთავსებულ ნებისმიერ მესამე მხარის ბმულზე გადასვლით, თქვენ ტოვებთ ამ საიტს და გადადიხართ მესამე მხარის ვებსაიტზე, სადაც მოქმედებს აღნიშნული მესამე მხარის წესები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების კოორდინირება
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროდუქტის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
