დღეს - 06 სექ
სტანდარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი, ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 53ა

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • ენები: ქართული
ცხადდება ღია კონკურსი აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით, ცხადდება ღია კონკურსი ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში“
კომპიუტინგის მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის ორ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;
ფსიქოლოგიის მიმართულებით (ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება) ასისტენტ-პროფესორის 1 ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე;
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადაა 2026 წლის 7 და 8 სექტემბერი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან – 17:00 საათამდე.

კომისიამ კონკურსის შედეგები უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 18 სექტემბრისა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი მოთხოვნები:
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილია საკანონმდებლო მოთხოვნა: - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
  • აკადემიურ თანამდებობაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:
  • სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  • ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის შემთხვევაში - კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილი;
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  • პროფესიული ნიშნით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად მხედველობაში მიიღება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები:
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება აირჩეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც, აკმაყოფილებს არანაკლებ ერთს ქვემოთ მოცემული შემდეგი პირობებიდან:
  • აქვს საკონკურსო ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ შესაბამის დარგში წამყვან თანამდებობაზე მუშაობის ან დარგის შესაბამისი სპეციფიკური სამუშაოს შესრულების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აქვს შესაბამისი მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში/პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ან/და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

როგორც აკადემიური ასევე პროფესიული ნიშნით განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:
მხოლოდ კომპიუტინგის მიმართულებით კონკურსანტისთვის:
  • ინფორმაცია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტინგის სფერო არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური ან/და პრაქტიკული სწავლების ტექნიკა;
  • პროგრამირების, ვებტექნოლოგიების, მონაცემთა დამუშავების ან ხელოვნური ტექნოლოგიების გამოყენებით თეორიული ცოდნა და პრაქტიკული ტექნიკა;
  • პრაქტიკული/ლაბორატორიული მეცადინეობების დაგეგმილი, განხორციელების და შეფასების უნარი;
  • სასწავლო კურსის სილაბუსის, თემის გეგმის, პრაქტიკული სამუშაოების და შეფასების კრიტერიუმების შემუშავების უნარი;
  • თანამედროვე პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;
  • სასწავლო პრაქტიკული პროექტების ხელმძღვანელობა, კონსულტაცია და შეფასების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონე;
  • სასურველია პროფესიული პორტფოლიო, GitHub/GitLab რეპოზიტორები, განხორციელებული პროექტების, პუბლიკაციების, სერტიფიკატების ან სხვა დოკუმენტების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

კანდიდატმა უნდა დაადასტუროს კომპტენცია ქვემოთ ჩამოთვლილ არანაკლებ ერთ მიმართულებაში:
  • ვებტექნოლოგიების და სერვერული პროგრამირების მიმართულება - JavaScript/TypeScript ეკოსტემის, Node.js-ის ან სხვა სერვერული ტექნოლოგიების, REST API-ს, მონაცემთა ბაზების დაცვისა და ვიაპლიკაციების არქიტექტურის ტექნიკური ცოდნა;
  • Python, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მიმართულება - Python-ის, მონაცემთა დამუშავების, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ძირითადი მეთოდების, ასევე შესაბამისი პროგრამული ინსტრუმენტების გამოყენებისას.

მხოლოდ ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულირების მიმართულებით კონკურსანტისთვის:
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
  • ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
  • პრაქტიკული გამოცდილება ფსიქოკონსულტირებაში;
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge);
  • ავტობიოგრაფია (CV, ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  • შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია ვებგვერდზე sangu.edu.ge)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ფიზიკურად და ელექტრონულად)
  • სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  • შესაბამისი მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისა და საქმიანობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სამოტივაციო წერილი;
  • სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  • სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  • შესაბამის დარგში მინიმუმ სამწლიანი მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, (მინიმუმ 2 წელი) ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  • უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • საუნივერსიტეტო(სპეციფიკური) მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ასევე, ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ;

მიმაგრებული დოკუმენტაცია:
კონკურსანტის ანკეტა
კონკურსანტის განცხადება
კონკურსის ჩატარების წესი
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები