დღეს - 04 სექ
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000 - 4000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
იმპორტი და ექსპორტი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კერამიკული ფილების იმპორტიორი კომპანია შპს „როიალ თრეიდინგ გრუფი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვა, დანერგვა და ეფექტიანი მართვა;
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად;
- თვისა და წლის დახურვის პროცესის ორგანიზება, კონტროლი და მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და სიზუსტის კონტროლი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი, საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;
- პერიოდული (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური) ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- ფინანსური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და მათი წარდგენა კომპანიის მმართველი გუნდისა და დამფუძნებლებისთვის;
- კომპანიის დირექტორისა და დამფუძნებლების მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან შესაბამისი მიმართულებით;
- მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებისა და Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) სრულყოფილი ცოდნა;
- FINA-ს საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ACCA-ის სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 3,000 – 4,000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის ქ. N38
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე hr@royalhouse.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „მთავარი ბუღალტერი“.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 551 62 33 77.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
