დღეს - 06 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კონტენტ მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კონტენტ მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა, სუპერმარკეტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება, დოქტორი, მაგისტრი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:http://www.europroduct.ge
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
სამუშო ადგილი: დისტანციური
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ბრენდის ციფრული პლატფორმებისთვის (Meta, Tik-Tok) კონტენტ სტრატეგიისა და კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მართვა;
- სოციალური მედიის უახლესი ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ინტეგრირება კონტენტში;
- კრეატიული კონტენტ იდეების გენერირება და მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
- მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტის (Reels, Tik-Tok და სხვა მოკლე ფორმატის ვიდეოები) გადაღება, მონტაჟი და გამოქვეყნებისათვის მომზადება.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- სამუშაო გამოცდილება კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
- Meta (Facebook, Instagram) და TikTok პლატფორმების, მათი ალგორითმებისა და ტრენდების ცოდნა.
- ვიდეო კონტენტის გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება (CapCut, Adobe Premiere Pro, Final Cut Pro ან მსგავსი პროგრამები).
- კრეატიული აზროვნება და საინტერესო კონტენტ იდეების დამოუკიდებლად გენერირების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „კონტენტ კრეატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
კონტენტ მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
