დღეს - 05 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი, ვირტუალური რეალობის (VR) ხელოვნება და დიზაინი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი, ვირტუალური რეალობის (VR) ხელოვნება და დიზაინი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება
- ენები: ქართული
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 35 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განრიგი: სრული (ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ)
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისთვის დიზაინის მომზადება;
- სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებისთვის დიზაინის მომზადება;
- სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შექმნა;
- ფოტოების დამუშავება;
- სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება;
- სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
- ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება;
- საბეჭდი ფაილების მომზადება, გადაწყობა, მოდიფიცირება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, CorelDraw.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება დიზაინის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDraw.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 07 სექტემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი,
ვირტუალური რეალობის (VR) ხელოვნება და დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები
