დღეს - 09 სექ
სტანდარტი
ამანათების დახარისხების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი საწყობი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, მაგისტრი, სხვა
  • ენები: ინგლისური
Golden Way Logistics აცხადებს ვაკანსიას ამანათების დახარისხების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ დინამიკური ლოგისტიკური კომპანია. ვეძებთ მოქნილ და ენერგიულ გუნდის წევრს ამანათების დახარისხების პოზიციაზე საწყობში.

ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენი მოვალეობები გადანაწილდება როგორც საწყობის, ისე ოფისის მიმართულებით:
  • სასაწყობო ოპერაციები: ამანათების მიღება, სორტირება/დახარისხება და მომხმარებლებზე გაცემა;
  • მობრუნებული ამანათების მართვა: უკან დაბრუნებული (Return) გზავნილების მიღება, სისტემური აღრიცხვა და შემდგომი პროცესინგი;
  • სისტემური კორექტირება: არასწორად მონიშნული/მისამართებული ზონების იდენტიფიცირება და ბაზაში მათი გასწორება;
  • პრობლემური ამანათების მოგვარება: გაჭედილი ან პრობლემური გზავნილების დროული მოძიება და შიდა საოპერაციო საკითხების მოგვარება;
  • კურიერების მხარდაჭერა და დისპეტჩერიზაცია: კურიერებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის საწყობიდან ამანათების გატანის/გაცემის პროცესში აქტიური ჩართვა;
  • მიმდინარე საოფისე დავალებები: საქმის დატვირთვიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და საოფისე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) სამუშაო დონეზე ფლობა (მონაცემების ბაზაში შესაყვანად);
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ლოგისტიკის სფეროში, საწყობში ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები (რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ):
  • მაქსიმალური მულტიფუნქციურობა და მოქნილობა: მზაობა, რომ დღის განმავლობაში შეათავსოს როგორც მუშაობა საწყობში, ისე საოფისე/სისტემური საქმე კომპიუტერთან;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე (განსაკუთრებით ზონების გასწორებისა და აღრიცხვის დროს);
  • სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი (კურიერებთან და გუნდთან სამუშაოდ).

პირობები, გრაფიკი და ლოკაცია:
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო ლოკაცია: კახეთის გზატკეცილი 33ა;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • ლოგისტიკის, საწყობის მენეჯმენტისა და back-office-ის ოპერაციების მრავალმხრივი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე info@caucasuslogistics.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება “ამანათების დახარისხების სპეციალისტი” , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები