დღეს - 10 სექ
ვიპ
მზარეულის დამხმარე
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Maisisezo@restaurantmaisi.com
ტელეფონი: +995 551999888
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: სხვა, საშუალო განათლება, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი
- ენები: ქართული
რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება სამზარეულოს გუნდს პროდუქციის მომზადებასა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებაში.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქტების პირველადი დამუშავება და მომზადება;
- ბოსტნეულის, ხორცისა და სხვა ინგრედიენტების დამუშავებაში დახმარება;
- ინგრედიენტების დაჭრა, გასუფთავება, აწონვა და მომზადება შესაბამისი დავალების მიხედვით;
- მზარეულების მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის მომზადება;
- პროდუქციის სწორად შენახვა და განთავსება;
- მაცივრებსა და სამუშაო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა;
- სამზარეულოს სამუშაო პროცესში გუნდის დახმარება.
მნიშვნელოვანი: მზარეულის დამხმარის მოვალეობაში არ შედის კერძების შეკვეთაზე მომზადება და გაშვება. პოზიცია ძირითადად გულისხმობს პროდუქტების დამუშავებას, წინასწარ მომზადებას და მზარეულების დახმარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისი
I ცვლა: 09:00 – 16:00
II ცვლა: 16:00 – 23:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maisisezo@restaurantmaisi.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551999888
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
