შემდეგი
დღეს - 11 სექ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ინგლისური
სასტუმრო Monday by DNT Group აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე
ანაზღაურება: 1100 ₾
სამუშაო გრაფიკი: 09:00–21:00, 2/2
სამუშაო ადგილი: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. 22
(მეტრო მარჯანიშვილიდან 5 წუთის სავალზე, ამერიკული ჰოსპიტალის მოპირდაპირედ)
სრულფასოვან კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში სტუმრების დახვედრა და გაცილება;
- სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ოთახში განთავსება;
- სტუმრების დახმარება სასტუმროსა და ნომრებთან დაკავშირებულ საკითხებში;
- სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ადგილმდებარეობის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ტრანსპორტირების/ტაქსის ორგანიზებაში დახმარება;
- სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- სხვა დავალებების შესრულება პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნაა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- კომუნიკაბელურობა და სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: hr@dntgroup.ge
CV-ის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „მანდეი 2026“-ის მიერ;
ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისთვის (დამსაქმებელი კომპანიებისთვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს.
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის, წაშლა, განადგურება და ა.შ.)
სასტუმრო / რესტორანი / კვება
სასტუმროში მიღება და კონსიერჟის მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები